სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მედიცინის ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №120/02-01, 27/04/2026 და №122/02-01, 28/04/2026 ბრძანებებით პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე.
ვბრძანებ:
1. განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №120/02-01, 27/04/2026 ბრძანების შესაბამისად, მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 78 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;
2. დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
- თამარ რუხაძე - დეკანის მოადგილე სამეცნეირო დარგში;
- ია ხახუტაიშვილი - დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში;
- მაკა ჯორბენაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
- მირანდა მიქაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
- გვანცა გიგაური - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების მენეჯერი, კომისიის მდივანი;
- ციალა გიორგაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
- თეონა ლეჟავა - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წამყვანი სპეცილისტი.
საბუთები მიიღება: 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით 10:00 - 17:00 - სთ-მდე,
მორფოლოგიის ინსტიტუტი, №324;
4. კონკურსის პირველადი შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 11 მაის;
5. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 13 მაისისა;
6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
მაია ბიწკინაშვილი
დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი